“ელჩეს” მცველს, დავიდ ლომბანს სჯერა, რომ ლა ლიგის მოახლოვებულ მატჩში, სადაც მისი გუნდი “ბარსელონას” დაუპირისპირდება, წარმატების შანსები არსებობს. იტყობინება, Football Espana.
“ბარსელონას” დამარცხება საკუთარ მოედანზე? ეს შეუძლებელი არ არის. თუმცა საკმაოდ რთულია. “ბარსელონას” შემადგენლობაში ბევრი კარგი ფეხბურთელია, რომლებმაც ფეხბურთში გლობალურ დონეზე რევოლუცია მოახდინეს. რათა შედეგს მივაღწიოთ, ამისათვის ჩვენ ჩვენი იდეალური ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. “ბარსაზე” ბურთის წართმევა ძალიან ძნელია, სწორედ ამიტომ ჩვენ მომთმენები და ეფექტურები უნდა ვიყოთ. თუ კონცენტრაციას შევინარჩუნებთ, ჩვენ შედეგს მივაღწევთ.” – განაცხადა, ლომბანმა.