workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ახალ კონტრაქტს უმზადებს ბუსკეთსს

“ბარსელონა” ახალ კონტრაქტს უმზადებს ბუსკეთსს

“ბარსელონა” აგრძელებს ფეხბურთელებისათვის კონტრაქტის გახანგძლივებას. სიაში შემდეგ სერხი ბუსკეტსია. მას კონტრაქტი “ბარსასთან” 2013 წლამდე აქვს, მაგრამ კლუბს ეს კონტრაქტი მცირედ მიაჩნია, ამიტომაც სურს ფეხბურთელს კონტრაქტი კიდევ უფრო გაუხანგძლივოს.

სერხიო ბუსკეტსი გვარდიოლას ხელში ნამდვილი ჩამშლელი დადგა. პეპმა იგი გუნდის ძირითად ფეხბურთელად აქცია, ამიტომაც სურს მას რაც შეიძლება მრავალწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. “ბარსელონას” ბოსებმა უკვე დაიწყეს კონტრაქტზე მუშაობა. კონტრაქტი დაახლოებით გახანგძლივებული იქნება 2–3 წლით ანუ 2015 – 16 წლამდე. ზუსტი ინფორმაცია ჯერ–ჯერობით ცნობილი არ არის, ამას ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

წყარო: football.ua

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში