როდრი ბარსელონაში თამაშზე თანახმაა

როდრი ბარსელონაში თამაშზე თანახმაა

bolt მოკლედ
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, როდრიმ "ბარსელონაში" ტრანსფერის შესაძლებლობა პირველად დაუშვა და კლუბს კონტრაქტზე მოლაპარაკებისთვის მზაობა დაუდასტურა.

ცნობილი სპორტული ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, როდრიმ “ბარსელონაში” ტრანსფერის შესაძლებლობა დღეს პირველად დაუშვა. ესპანელმა ნახევარმცველმა კატალონიურ კლუბს შეატყობინა, რომ პირადი კონტრაქტის დეტალებზე სამოლაპარაკოდ მზადაა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც როდრიმ “ბარსელონაში” გადასვლის ვარიანტი სერიოზულად განიხილა. ეს ყველაფერი კი “მანჩესტერ სიტისა” და “რეალ მადრიდს” შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს მოჰყვა.

კატალონიელთა სიფრთხილე და გადამწყვეტი ნაბიჯი

იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში “რეალ მადრიდიცაა” ჩართული, “ბარსელონა” მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს.

ტრანსფერის მომდევნო და გადამწყვეტი ეტაპი ის იქნება, თუ რა საბოლოო გადაწყვეტილებას აცნობებს როდრი “მანჩესტერ სიტის”. კატალონიურ კლუბს ინგლისელებთან კონტაქტი უკვე დამყარებული აქვს და მოვლენების განვითარებას ელოდება.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (11)

დატოვე კომენტარი

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 06 აგვ 2026, 20:10

    აბა ეხლა ფორვადის ამბავი და ერთი მცველი. ჩლ-ს წელია ?

    • Frenkie de Jong_
      Frenkie de Jong_ ვეტერანი
      schedule 06 აგვ 2026, 21:42

      არაუხო რო დავაყენით წინ? 😂😂😂😂😂

      მგონი ეს ის წელიააა

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 06 აგვ 2026, 20:08

    მიქაუტაძეც გვინდა და კმაყოფილი ვიქნები ტრანსფერებით. ალვარესი გამორიცხული მგონია ამ ეტაპზე. ცენტრალურ მცველს არ ყიდულობენ, როგორც ჩანს. დეიონგს გაყიდვას რომ უპირებენ მაშინ იტრავმება ასე გეგონება სპეციალურად აკეთებს. ფერანი წასულია 100%. ნახევარმცველისთვის არ არის ცუდი როდრის ასაკი ახალგაზრდა გვყავს ბერნალი და როდრის შემდეგ ის იქნება ძირითადში.

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 06 აგვ 2026, 19:53

    კაია. ცოტა ტრავმიანია და თან პედრისთან როგორ დასვამს ფლიკი. დალშე ბევრი პლიუსებიც აქვს. ბერნალს გამოგვიზრდის ცხოველად სულ თუ არაფერი. ეს,ალვარესი(ტორესის დარჩენით ან მიქაუტაძე კოიყვანონ სკამისთვის) და ერთი მცველიც რა. უკვე ცხოველი გუნდია…

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 06 აგვ 2026, 19:48

    როდი-პედრი, პედრი-როდრი და წავა ეხლა ტიკი-ტაკა, პედრის მსოფლიო არ გამოუვიდა ისეთი როგორიც მეგონა თუმცა იმედი მაქ საკლუბოს გაარღვევს შუაზე..როდრის ჯანმრთელობა და ეგ არი, ისე დიდად არც მჯეროდა მაგ ტრანსფერის თუმცა ცუდი არ არი, თან რეალს უნდოდა და მაგიტომაც სურვილოც არ მქონდა ბარსაში მოსულიყო,

  • M10 S9 D11
    M10 S9 D11 ლეგენდა
    schedule 06 აგვ 2026, 19:48

    იმენა ფუკა გავუკეთეთ რეალს 😂😂😂😂

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 06 აგვ 2026, 19:37

    პირადი კონტრაქტი შეათანხმაო როდრიმო,სიტის მართავენ ეხლა მოლაპარაკებებს

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 06 აგვ 2026, 19:01

    ჩემი ოცნება იყო ამის მოსვლა ნეტავ გამოვიდეს ეს ტრანსფერი🙏🏻❤️

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 06 აგვ 2026, 18:51

    დონეა, მარა ტრავმებისკენაა მიდრეკილი და რავიცი ეგ მაშინებს რა. რამდენს ტოვებს ხოლმე მაგ მიზეზით, დალშე როცა ხოდზეა ამისთანა საყრდენი დღეს ნაღდად არ მეგულება მე.

  • Wesleyy
    Wesleyy გულშემატკივარი
    schedule 06 აგვ 2026, 18:46

    ლიგის მომგები გუნდის ფაზლის ბოლო ნაწილი როდრი ალვარესი