“ბარსელონას” ფერან ტორესის გუნდში დატოვება სურს და მასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების დაწყებას სექტემბერში გეგმავს. კატალონიურ კლუბს ამ ზაფხულში ფეხბურთელისგან წასვლის სურვილის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ესპანეთის ნაკრებში შთამბეჭდავი თამაშისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ (სადაც მან არგენტინასთან 1-0 მოგებულ ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა), 26 წლის ფერან ტორესს “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ძალიან აფასებს. თუმცა, “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერის თაობაზე ფეხბურთელისგან, მისი წარმომადგენლებისგან ან ევროპის მოქმედი ჩემპიონისგან (პსჟ) ოფიციალური სიგნალი არ შესულა.
კლუბის მკაფიო პოზიცია
ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთს მეორე მსოფლიო ტიტული მოუტანა, ჯერ კიდევ შვებულებაშია. სამკვირიანი დასვენების შემდეგ, ის კლუბის სპორტულ ბაზაზე 10 აგვისტომდე არ გამოჩნდება.
“ბარსელონას” პოზიცია მკაფიოა: ფერანმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თავისი პოზიცია თავადვე უნდა დააფიქსიროს და თუ ამ სატრანსფერო ფანჯრისას წასვლაზე ფიქრობს, ხელმძღვანელობას პირადად უნდა მიმართოს.
კონტრაქტის გახანგრძლივება და ფინანსური დეტალები
თავის მხრივ, კატალონიელები ფერანს კვლავ საკვანძო ფიგურად განიხილავენ და ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში მათ “მანჩესტერ სიტისთვის” 8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
ფინანსური ფეარ-პლეის რეგულაციებიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობა ტორესის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის განხილვას სექტემბერში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ გეგმავს.
ფერან ტორესს “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 207 მატჩში 65 გოლი აქვს გატანილი. გასული სეზონი მისთვის კლუბში საუკეთესო გამოდგა – 49 თამაშში 21 გოლით, მან თავისი წინა საუკეთესო შედეგი (19 გოლი 45 მატჩში) გააუმჯობესა.
თუ ხელფასის მომატებას ახსენებს, მაშინ გაუშვან დროზე და კიდევ, აუწიონ ფასი მსოფლიოზე ფინალში გაიტანა გოლი რამდენია ესეთი მსოფლიოში.
არ მემეტება
სკამიდან იდეალურია, მაგრამ ხელფასზე დაიწყო საუბარი , მომატება უნდა და აქ რამდენად მოილაპარაკებენ ეგაა გადასაწყვეტი.
Ესეც კიდე რა ტრაკს ათამაშებს თქვას თუ წასვლა უნდა ან არადა დააყენოს ერთი ადგილი პროსტა ფორვარდის ნაკლებობა რომ არის გუნდში თორე ამის სახვეწარი რა გვჭირს
სკამიდან სტაბილურად 20 გოლი აქვს მასტს,პლიუს პრესინგზე ცხოველია,გახსნაში ერთ-ერთი საუკეთესო,ჩვენებთან მაგრადაა,სკამიდანაც თამაშობს და არ აკრაკებს,ხელფასიც დიდი არაფერი,რავი რატო უნდა გაყიდო ასეთი მასტი აზრზე არ ვარ.
მე ამის წასვლაზე ოქეი ვარ მაგრამ მთავარია ვინმე უკეთესი მოიყვანონ ან იყოს რავი შემოსვლებზე
საჭირო კაცია, უნდა დარჩეს.