workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გამპერის თასზე ბარსას მეტოქე ცნობილია

გამპერის თასზე ბარსას მეტოქე ცნობილია

კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჟოან გამპერის თასზე “ბარსელონას” მეტოქის ვინაობა ცნობილია. კატალონიური კლუბი ეგვიპტურ “ალ-აჰლის” დაუპირისპირდება, რომელთანაც შეთანხმება უკვე მიღწეულია. მატჩი 19 აგვისტოს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება.

სტრატეგიული ნაბიჯი და არაბული ბაზარი

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ ზამთარში “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში ეგვიპტელი თავდამსხმელი, ჰამზა აბდელკარიმი სწორედ ამ კლუბიდან გადმოვიდა.

ამ მატჩით “ბარსელონა” საკუთარ ქვეყანაში ძალიან დიდი წონის მქონე ძლიერ კლუბს დაუპირისპირდება. ეს კატალონიელთა მხრიდან სტრატეგიული ნაბიჯია, რათა 110-მილიონიანი ეგვიპტური ბაზარი კიდევ უფრო აითვისონ. რეალურად, “ბარსელონასთვის” მთელი არაბული ბაზარი ძალიან საინტერესოა, სადაც კლუბს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

ქალთა გუნდის მატჩი

გარდა მამაკაცთა გუნდისა, ცნობილია “ბარსელონას” ქალთა გუნდის გამპერის თასის მეტოქეც – 21 აგვისტოს ისინი იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე ინგლისურ “ბრაიტონს” შეხვდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 03:17
    #4

    ტრადიციული გუნდია, კარგი იქნება

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 11 ივლ 2026, 15:02
    #3

    ჰამზას სურათი რომ დევს, რა ხდება? პრესეზონზე აპირებს მოსინჯვას ჰანსი?

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 11 ივლ 2026, 10:32
    #2

    კიდევ კაი ალ ნასრი არ ამოირჩიეს.

  • G.Versace
    G.Versace ახალბედა
    schedule 10 ივლ 2026, 22:10
    #1

    დაამატეს სიახლეები!! იყიდეს ახალი ფეხბურთელი დადეთ ინფო. რა გააბანძეთ საიტი. აღარ მინდა შემოსვლა რა