workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მე ერთადერთი ვარ, ვინც “ბარსელონაში” გადაწყვეტილებებს იღებს”

“მე ერთადერთი ვარ, ვინც “ბარსელონაში” გადაწყვეტილებებს იღებს”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა მასკერანოს მოსვლის და იბრაჰიმოვიჩის წასვლის შესახებ. პეპმა ასევე თავისი აზრი გამოთქვა ჟოზე მოურინიოს პრიმერა დივიზიონში გადმოსვლაზე.

–ხოსეპ, თქვენ სატრანსფერო ფანჯრისას შეიძინეთ ხავიერ მასკერანო. დარწმუნებული ბრძანდებით, რომ იგი გუნდს ესაჭიროება?

–რა თქმა უნდა. ლიონელ მესიმ მითხრა, თუ როგორი ადამიანია მასკერანო და მისი გადმოყვანაც მირჩია. მე მანამდეც ვფიქრობდი ხავიერის შეძენას. დარწმუნებული ვარ იგი ყველაფერს გააკეთებს ჩვენს დასახმარებლად.

–რითი შეუძლია მასკერანოს “ბარსელონას” დახმარება?

–მგონია, რომ მას ჩვენი დახმარება ბევრი რამით შეუძლია. ხავიერი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მას გააჩნია ინტელექტი. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მასკერანოზე ცუდს ამბობს, ვითომ ის უხეშად თამაშობს და ამგვარი რაღაცეები. დარწმუნებული ვარ ნახევარმცველი უხეშად თამაშს გადაეჩვევა. ჩავის, ინიესტას და ბუსკეთსს მისი სახით კონკურენტი ჰყავთ. ძალიან ბედნიერი ვარ არგენტინელის შეძენით და მინდა მივულოცო თვითონ მასაც ისეთ კლუბში გადმოსვლა, როგორიც “ბარსელონაა”.

–ამავე დროს “ბლაუგრანამ” გაყიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. თუ შეიძლება გვითხარით რა მოხდა?

–ვიცი ამ ბოლო ხანებში იბრაჰიმოვიჩთან რამდენიმე შეცდომა დავუშვი. მაგრამ მე ერთადერთი ვარ, ვინც “ბარსელონაში” გადაწყვეტილებებს იღებს და ეს იქამდე იქნება, სანამ ამ გუნდს სათავეში ვედგები. კარგია, რომ კლუბში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ გაუგონ მწვრთნელს. ეს გადაწყვეტილება იბრას ფორმიდან გამომდინარე მივიღე. არაფერს ვაკეთებ ისეთს, რაც “ბლაუგრანას” წარუმატებლობას მოუტანს.

–მოდით მოვეშვათ ტრანსფერებზე საუბარს და გადავიდეთ პრიმერა დივიზიონზე. ამ წელს “რეალს” სათავეში ჩაუდგა ჟოზე მოურინიო. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

–ვფიქრობ, რომ მოურინიოს “რეალში” გადმოსვლა დამეხმარება გავხდე უფრო ძლიერი მწვრთნელი. მოურინიო მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო დამრიგებელია. მის ესპანეთში გადმობარგებას მივესალმები. დარწმუნებული ვარ ჟოზეს შემყურე ყველა მწვრთნელი უფრო ძლიერი გახდება.

–როგორ აფასებთ “ბარსელონას” პირველ თამაშს “რასინგის” წინააღმდეგ?

–პირველ ტურში გამარჯვება აუცილებელი იყო და ჩვენ ეს იოლად მოვახერხეთ. ამის მიუხედავად ძალიან მომეწონა მოწინააღმდეგე გუნდის თამაში. “რასინგი” არ იყო ჩამჯდარი დაცვაში. სანტანდერელები ცდილობდნენ შემოეტიათ, რამაც მე ნამდვილად მომხიბლა.

–თამაშის ხარისხით კმაყოფილი დარჩით?

–კარგად ვითამაშეთ, თუმცა უკეთესადაც შეგვეძლო. “ბარსელონას” შეუძლია უფრო დაუნდობლად და აგრესიულად თამაში. მთავარია განვაგრძოთ მუშაობა და მიზანსაც მივაღწევთ.

–რომელ ფეხბურთელს დაასახელებდით მატჩის საუკეთესოდ?

–მე ძალიან მომეწონა ანდრეს ინიესტა. ჩავარდნილი წინა სეზონის შემდეგ იგი ძალიან კარგად თამაშობს. ანდრესმა მოახერხა ულამაზესი გოლის გატანა და მესისთვის საგოლე პასის გაკეთება. მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.”

წყარო: championat.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward