workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი არ ითამაშებს ლიხტენშტეინის და არგენტინის წინააღდეგ

პუიოლი არ ითამაშებს ლიხტენშტეინის და არგენტინის წინააღდეგ

ესპანეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი კარლეს პუიოლი მარცხენა ფეხზე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ევრო 2012–ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, სადაც მისი ნაკრები ლიხტენშტეინს დაუპირისპირდება. კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი ასევე ვერ მიიღებს მონაწილეობას ამხანაგურ შეხვედრაში არგენტინის წინააღმდეგ, რომელიც უნდა გაიმართოს 4 სექტემბერს.

შეგახსენებთ, რომ პუიოლი არც პრიმერა დივიზიონის პირველ მატჩში (“რასინგი”–”ბარსელონა”) მოხვდა შემადგენლობაში.

სავარაუდოდ “ფურია როხა” კარლესის ნაცვლად “ოსასუნას” მცველ, ნაჩო მონრეალს ათამაშებს. იმედია პუის ტრავმა არც ისე სერიოზული გამოდგება.

წყარო: soccer.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში