არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელი დონატო ვილანი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესის ტრავმის ბოლომდე მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი არ დაჩქარდეს. ვილანი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელზე ზედმეტად დიდი დატვირთვა მოდის.
“ლიონელ მესის მიერ მიღებული ტრავმის შესანიშნავად მკურნალობა შესაძლებელია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მისი მოედანზე დაბრუნების ვადები არ დავადგინოთ. ტრავმის მიღების ერთ-ერთი მიზეზი კუნთის დაძაბულობა იყო. მკურნალობა დასვენებას მოითხოვს. გარდა ამისა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ არსებობს გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოჯანრთელების პროცესს ხელს შეუშლის. მსგავსი ტრავმებისგან თავის ასაცილებლად, მესიმ უნდა გაიგოს, რომ ის ყოველთვის თამაშს ვერ შეძლებს.” – აცხადებს დონატო ვილანი.


