workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინიას, დეულოფეუსა და ბოიანის განსხვავებული ბედი

რაფინიას, დეულოფეუსა და ბოიანის განსხვავებული ბედი

მიმდინარე სეზონზე “ბარელონას” სამი ფეხბურთელი სამ სხვადასხვა ლიგაზე მასპარეზე გუნდშია განათხივრებული. რაფინია, დეულოფეუ და ბოიანი შესაბამისად “სელტას”, “ევერტონისა” და “აიაქსის” ღირსებას იცავენ. წარმოგიდგენთ მიმდინარე სეზონზე ამ ფეხბურთელების მიერ განვლილ გზას.

რაფინია (“სელტა”): ლუის ენრიკესთვის ის არსებითად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართულ ხუთივე მატჩში პირველივე წუთიდან მიიღო მონაწილეობა და მთავრმა მწვრთნელმა ის სხვა ფეხბურთელით მხოლოდ ერთხელ შეცვალა. მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, რაფინია ბედნიერი მაინც არ უნდა იყოს, რადგან მისმა გუნდმა ხუთიდან ვერც ერთი მატჩის მოგება ვერ შეძლო. “სელტას” ფეხბურთელებმა ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს (“ვილიარეალი” ), დანარჩენ ოთხში კი დამარცხდნენ (“ატლეტიკი”, “ხეტაფე”, “ელჩე” და “ატლეტიკო”). ამჟამად გალისიური გუნდი ლა ლიგის ცხრილში მეთექვსმეტე პოზიციას იკავებს, თუმცა “ოსასუნასა” და “რაიოსგან” მას მხოლოდ გატანილი გოლების რაოდენობა განასხვავებს. ზემოთ ჩამოთვლილი ეს ორი გუნდი კი “სახიფათო ზონაში” იმყოფება.

ეულოფეუ (“ევერტონი”): ახალგაზრდა ფეხბურთელი რობერტ მარტინესის ნდობის მოპოვებას ნელნელა ცდილობს. ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის უკანასკნელი ექვსი შეხვედრიდან ხუთში ითამაშა. ფეხბურთელმა “ჩელსისთან” გამარჯვების მოპოვებაში მცირე წვლილი შეიტანა, “ნიუკასლთან” დაპირისპირებაში კი მოედანზე მატჩის ბოლო 17 წუთი დაჰყო, “მან. სითის” წინააღმდეგ შეხვედრაში მან ნახევარი საათი გაატარა მოედანზე. პრემიერ ლიგის ცხრილში “ევერტონი” მეშვიდე ადგილს იკავებს და ლიდერებს სულ რაღაც 4 ქულით ჩამორჩება.

ბოიანი (“აიაქსი”): კატალონიელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც “მილანისა” და “უტრეხტის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს. ბოიანმა “ზვოლესთან” გამართულ შეხვედრაში მოედანზე ნახევარი საათი გაატარა და სრულად ითამაშა “ბარსელონასა” და “პსვს” წინააღმდეგ გამართულ მატჩებში. ერედივიზიონში “აიაქსი” მესამე ადგილს იკავებს და მეორე ადგილოსან “ტვენტეს” სულ რაღაც ერთი ქულით ჩამორჩება. ბოიანი ფეხბურთს სავარაუდოდ ნოემბრის დასაწყისში დაუბრუნდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward