workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტატისტიკა და ფაქტები: სანდრო როსელი

სტატისტიკა და ფაქტები: სანდრო როსელი

შაბათს გენერალური ასამბლეა გაიმართა სადაც კლუბის ბორდისა და დირექტორების სამწლიანი მოღვაწეობა შეფასდა. წარმოგიდგენთ ფაქტებსა და სტატისტიკას სანდო როსელის სამწლიანი პრეზიდენტობიდან:

  • ამ წლების განმავლობაში კლუბმა 57 ტიტულის მოგება შეძლო, ეს თასები სხვადასხვა პროფესიულმა გუნდებმა გადაინაწილეს – ფეხბურთი, კალათბურთი, ჰოკეი, ფუტსალი და ქალთა საფეხბურთო გუნდი.
  • 2011/12 წლების სეზონზე გუნდებმა 17 თასის აღმართვა შეძლეს.
  • “კამპ ნოუზე” სეზონური ბილეთის საშუალო ფასი 536 ევროა, ეს კი ევროპაში ყველაზე დაბალი ფასია. 
  • კლუბის ოფიცილური საიტების ენა 3დან 8მდე გაიზარდა  – კატალონიური, ესპანური, ინგლისური, ფრანგული, ჩინური, იაპონური, არაბული და ინდონეზიური – გაიზარდა გვერდის მომხმარებელთა რიცხვიც, რომელმაც თვიურად 45 მლნ ვიზიტორი შეადგინა.
  • 2009/10 წლების სეზონზე “კამპ ნოუზე” ბილეთების გაყიდვის მაჩვენებელი 64%ით გაიზარდა.
  • გასულ სამ წელიწადში კლუბმა ახალგაზრდულ გუნდებში 73 მლნ ევროს ინვესტიცია ჩადო – სეზონზე 24.5 მლნ ევრო.
  • “ბარსელონას” მუზეუმს ყოველწლიურად 1.5 მლნ ნახველი ჰყავს.
  • 2010 წელს კლუბის ვალი 430 მლნ ევრო იყო. ახლა კი თანხის რაოდენობა 331 მნლ ვერომდე ჩემცირდა.
  • ამ წლების განმავლობაში კლუბმა სმარტფონების 13 აპლიკაცია გამოუშვა, რამაც თავის მხრივ კლუბს 1.6 მლნ ევრო შესძინა.
  • ამ წლების განმავლობაში კლუბის სეზონური ბილეთების შეძენა უფრო ხელმისაწვდომი გახდა. გაიცა 361 მსაგვსი ბილეთი, მათგან 14 კი შეზღუდული შესაძლებლობების პირებს გადაეცათ.
  • სამი წლის განმავლობაში გაიზარდა კლუბის მიერ ნაწარმოები საქონელის გაყიდვაც, ამან კი კლუბს დამატებით 15 მლნ ევრო მოუტანა. 

წარმოგიდგენთ გენერალური ასამბლეის ამსახველ ფოტოებს:

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward