ბარსელონა ახალგაზრდა მცველის დამატებას ჩქარობს

ბარსელონა ახალგაზრდა მცველის დამატებას ჩქარობს

“ბარსელონა” აქტიურად მუშაობს “რასინგ სანტანდერის” ნიჭიერი მცველის, ხორხე სალინასის დასამატებლად. კატალონიურ გრანდს 19 წლის ტალანტის ტრანსფერის დახურვა მანამდე სურს, სანამ მისი სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მცველი, რომელმაც “ბარსელონას” ყურადღება მიიქცია

ენტონი გორდონის ტრანსფერის შემდეგ ჰანსი ფლიკის გუნდის ყურადღება დაცვის ხაზის გაძლიერებისკენ გადაერთო. Sport-ის ინფორმაციით, “სპოტიფაი კამპ ნოუს” ბინადრები სალინასის ტრანსფერში ფავორიტები არიან. კლუბმა პრემიერ ლიგისა და ესპანური გუნდების კონკურენცია დაძლია, რადგან თავად ფეხბურთელს მხოლოდ “ბარსელონაში” თამაში სურს.

მენდეშის ფაქტორი და მოლაპარაკებები

ცნობილი აგენტი ჟორჟე მენდეში ცოტა ხნის წინ სანტანდერში იმყოფებოდა მოლაპარაკებების საწარმოებლად. მან კატალონიელთა ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ცაცია მცველის გამოსასყიდი თანხა ამჟამად ხელმისაწვდომია და 8 მილიონ ევროს შეადგენს. მენდეშმა “სპოტიფაი კამპ ნოუს” ხელმძღვანელობასთან თავისი კარგი ურთიერთობა გამოიყენა და სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. კლუბში მიიჩნევენ, რომ 19 წლის უნივერსალი ბაზარზე შესანიშნავი შესაძლებლობაა და ცდილობენ, ფასის გაზრდამდე ტრანსფერი ოფიციალურად დახურონ.

უნივერსალური ტალანტი ფლიკის გეგმებში

თინეიჯერმა მცველმა მეორე დივიზიონში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა – 33 მატჩში 7 საგოლე გადაცემა მიითვალა და მარცხენა მცველისა თუ ცენტრალური მცველის პოზიციებზე თანაბრად კარგად გამოიყურებოდა. მისი დამატება ფლიკის დაცვითი ხაზის რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილია. გერმანელი სპეციალისტი ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრის პირველ გუნდში ინტეგრირებას წინასასეზონო შეკრებიდანვე აპირებს. ამასთან, “ბარსელონა” “ალ-ჰილალიდან” იჯარით მყოფი ჟოაუ კანსელუს სრულფასოვან ტრანსფერზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

30 ივნისის დედლაინი

“ბარსელონამ” გარიგება 30 ივნისამდე უნდა დაასრულოს, რადგან 1 ივლისს ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა ორმაგდება და 16 მილიონი ევრო ხდება. ფასის შესამცირებლად, სპორტული დირექტორი დეკუ გეგმავს, რომ კანტაბრიულ კლუბში სარეზერვო გუნდის რომელიმე მოთამაშე იჯარით გაუშვას. ამ გარიგების დროულად დახურვა ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს, მთავარი აქცენტი ელიტური ცენტრალური თავდამსხმელის მოძიებაზე გადაიტანოს, ვინაიდან რობერტ ლევანდოვსკი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გუნდს ტოვებს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

დატოვე კომენტარი

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    20 ივნ 2026, 16:13

    მშვენიერია რაც ვნახე ძალიან ტეხნარა და სწრაფია თან ორივე პოზიციას ფარავს იმედია ათამაშდება.

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    20 ივნ 2026, 15:45

    ასტურიელები კარგად გვყავს დაცდილი, მოვიყვანოთ და ბალდე ნაქსუი ეპლ-ში;
    კანსელოც გამოვისყიდოთ და ფლანგი დალაგდა;
    15 ლიმონს აფასებენ არაბები და 12-შიც გამოვა ეგ ამბავი, ჯამში 20 ლიმონი, ბალდე გაუშვი 40-50-ში და მოგებაშიც იქნები

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      20 ივნ 2026, 16:17

      ზოგადად ესპანელებს უნდა მიაწვნენ სულ
      მაგას ვიძახი სხვანაირად თამაშობენ და უფრო ამართლებენ.