workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უეფამ გამოიძია, რომ მაქსველი ყალბ პასპორტს იყენებდა!

უეფამ გამოიძია, რომ მაქსველი ყალბ პასპორტს იყენებდა!

უეფამ გამოიძია, რომ  კატალონიის ბარსელონას ბრაზილიელი ფეხბურთელი იყენებდა ყალბ პასპორტს. გაზეთების თანახმად, მაქსველი უნდა გამოცხადდეს უეფას შტატ ბინაში შვეიცარიაში ,რათა აუსხნას უეფას მესვეურებს თუ რატომ იყენებდა ყალბ პასპორტს და გაარკვიოს შექმნილი სიტუაცია…
მაქსველი თამაშობდა აიაქში 3 წელი, ინტერში გადასასვლელად მან გამოიყენა ჰოლანდიური პასპორტი, როდესაც დატოვა ინტერი და წავიდა ბარსელონაში მან  წარმოადგინა ბრაზილიური პასპორტი. როდესაც იგი თამაშობდა ინტერში ჰოლანდიური პირადობის მოწმობით, იგი არ იკავებდა იმ განსაზღვრულ ადგილებს, რომლებიც გამოყოფილია არაევროკავშირელი ფეხბურთელებისთვის. უეფამ გადაწყვიტა გადაამოწმოს სიტუაცია იმ 31 ფეხბურთელისაც, რომლებიც თამაშობდნენ იტალიაში დარომლებსაც ჰქონდათ მსგავსი პრობლემა უეფასთან წარსულში.

წყარო: www.totalbarca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში