დავეხმაროთ დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს

დავეხმაროთ დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს

საქართველოში არსებობს ასამდე ბავშვი, რომლებიც იშვიათი დაავადებით, დიუშენის სინდრომით არიან დაავადებულნი.

ამ დაავადების მედიკამენტურ მართვას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება. საუბარია ათეულობით მილიონ ლარზე და ბუნებრივია, ჩვენნაირი გაჭირვებული სახელმწიფოს რიგით მოქალაქეებს არ აქვთ იმის ფუფუნება, საკუთარი სახსრებით იხსნან შვილები გარდაუვალი სიკვდილისგან.

არსებობს წამალი, რომელიც ნაადრევი სიკვდილისთვის განწირულ ბავშვებს სიცოცხლის მინიმუმ გაორმაგების შანსს აძლევს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს იმ ერთადერთი ფუნქციის შესრულებაზე, რომელიც მას უნდა ჰქონდეს – დაეხმაროს ადამიანებს იმ პრობლემის მოგვარებაში, რომლის მოგვარებაც ერთი ადამიანისთვის ან პირთა მცირე ჯგუფისთვის შეუძლებელია.

რამდენიმე დღის წინ ხელისუფლების საქმე საკუთარ თავზე სტუდენტებმა აიღეს, რომლებმაც დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების წამლისთვის ფულის შეგროვება Facebook ლაივით გადაწყვიტეს. როგორც მათთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის გასაკვირად, უკვე შეგროვებულია თითქმის 1.5 მილიონი ლარი.

“ბარსელონას” ქართული ოფიციალური ფანკლუბი ქვეყანაში მიმდინარე ასეთ მნიშვნელოვან პროცესს გვერდს ვერ აუვლიდა და გვსურს, მოგცეთ შანსი, თქვენც ჩაერთოთ ამ სახალხო მოძრაობაში.

მუდმივი ფეისბუქ ლაივის ხილვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ანგარიშის ნომრები:

  • TBC: GE20TB7881145068100026
  • BOG: GE49BG0000000611756133

თანხის გადარიცხვა ასევე შეგიძლიათ Kisa.ge-ს საშუალებით.

და ყველაზე მთავარი: თანხის გაღებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ამბის სხვებისთვის გაზიარება. ნუ დაიზარებთ, გააგებინეთ ყველას.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    25 მაი 2026, 14:29

    კარგ საქმეს აკეთებთ, ღმერთი შეგეწიოთ!

  • zazala7
    zazala7 ლეგენდა
    24 მაი 2026, 03:25

    მილიონ ნახევარი ლარი თუ რამოდენიმე დღეში შეაგროვეს, მთლად დაქცეული ქვეყანაც არ ყოფილა😏

  • tomatabu
    tomatabu ახალბედა
    23 მაი 2026, 21:41

    მადლობა მაგარი საქმისთვის

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    23 მაი 2026, 19:50

    ✊🏻❤️