“ბარსელონას” მცველ ხერარდ პიკეს მიაჩნია, რომ “რეალის” ახალწვეული გარეთ ბეილი ესპანეთში თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს.
“ბეილისთვის უამრავი თანხა დაიხარჯა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მივხვდებით ღირდა ის ამდენი თუ არა.
ბეილს გამორჩეული მარცხენა ფეხი აქვს და ვფიქრობ რომ “რეალში” თავს კარგად წარმოაჩენს. ბოლო წლებში ბეილი როგორც მოთამაშე ძალიან გაიზარდა, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და მიიღო გამოცდილება” – განაცხადა პიკემ.