გუშინ ალექსანდრე გლები დაუბრუნდა გუნდს და ივარჯიშა თანაგუნდელებთან ერთად. როგორც AS იტყობინება ბელარუსიელ ნახევარმცველს აწუხებდა მარცხენა ფეხი და სწორედ ამიტომ დაისვენა რამდენიმე დღე. გლები აგრძელებს “ბარსელონას” მაისურით გამოსვლას, თუმცა ეს სადამდე გასტანს არავინ იცის. წინა სეზონში იგი არენდის სახით გერმანულ “შტუდგარტში” იყო გამწესებული, სადაც 27 მატჩი ჩაატარა და მოახერხა სამი საგოლე გადაცემის გაკეთება. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეთი ძალიან ბევრი კლუბია დაინტერესებული. მათ შორის შეიძლება გამოვარჩიოთ “ტოტენჰემი”, “სევილია”, “იუვენტუსი” და “ლივერპული”.
წყარო: sports.ru



