როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია ვითომ კატალონიის “ბარსელონას” სურს გადაიბიროს “ლივერპულის” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო. კატალონიელების სპორტის დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ ეს უარყო, თუმცა ანდრეს ინიესტამ და მესიმ განაცხადეს, რომ დიდი სიამოვნებით იხილავდნენ არგენტინელს თავის გუნდში.
“მასკერანო შესანიშნავი ფეხბურთელია. ამის მიუხედავად “ბარსელონას” არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებია “ლივერპულისთვის”. ამ სეზონში არგენტინელი ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედის.” –განაცხადა სუბისარეტამ.
“მასკერანო ბრწყინვალე ფეხბურთელია. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას “ბარსელონაში”. ძალიან მინდა მის გვერდით თამაში. კარგი იქნება, თუ იგი გადმოვა “ბლაუგრანაში” და ჩაიცვამს ლურჯ–ბროწეულისფერ ფორმას. დარწმუნებული ვარ ეს ყველას გაუხარდება.” –განაცხადა ინიესტამ.
“მასკერანო ძალიან კარგი ფეხბურთელია. იგი ნამდვილად გამოადგება “ბარსელონას”. არგენტინის ნაკრებში მის გვერდით თამაშისას უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. თუ კატალონიელები მის ყიდვას გადაწყვეტენ, ეს კარგი იქნება. დარწმუნებული ვარ ხავიერი ყველაფერს გააკეთებს “ბლაუგრანასთვის” თუკი იგი გადმოვა.” -განაცხადა მესიმ.
წყარო: champioant.ru