ოთხშაბათს, “ალიანც არენაზე” “ბარსელონა” და “ბაიერნი” ერთმანეთს დაუპირისპირდა. მატჩის ბედი კი ლამისა და მანჯუკიჩის გატანილმა გოლებმა გადაწყვიტა. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას პრესეზონის პირველი მატჩიდან.
- იმ 22 ფეხბურთელიდან, რომელიც კლუბს მიუნხენში გაჰყვა, ორისთვის ეს მატჩი “ბარსას” პირველ გუნდში სადებიუტო აღმოჩნდა. ესენი არიან ნახევარმცველი ჟორდი კინტილი და თავდამსხმელი დანი ნიეტო. ორივე მათგანმა მეორე ტაიმში სრულად ითმაშა.
- მეორე ნახევარში მოედანზე მყოფ ფეხბურთელთაგან, მხოლოდ სამს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ოფიციალურ მატჩებში. ესენია ოიერი, სერხი გომესი და პლანასი.
- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელებიდან, მხოლოდ სამი იმყოფებოდა “ალიანც არენაზე”. ბარტრა, ალექსისი და მესი, მოგვიანებით სამივე ფეხბურთელი მწვრთნელმა შეცვალა.
- 2002 წლის შემდეგ, ეს შეხვედრა იყო პირველი, როდესაც “ბარსელონამ” პრესეზონის გახსნითი მატჩი დათმო. 2002 წელს ვან გაალის გუნდი 1-0 დაამარცხა “გრენობლმა”.
- 2002 წლამდე კი ბარსელონა 1977 წლის 26 ივლისს დამარცხდა “ჰამბურგთან”, რომელიც იმ დროს თასების მფლობელთა თასის მფლობელი იყო. ისევე, როგორც წელსაა “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი.
- პრესეზონის გახსნით თამაშებში “ბარსელონამ” რამდენიმე შეხვედრა ფრედაც დაასრულა. “ჰაიდუკი” (2011). “ტოტენჰემი” (2009), “ბანიოლესი” (2004), “იუვენტუსი” (2003), “გრონინგენი” (1994), იაოპნიის XI (1990), “ანდერლეხტი” (1983), “ანტვერპენი” (1979).
- ძალიან საინტერესო იყო 1994/95 წლების შეხვედრა “გრონინგენის” წინააღმდეგ. მატჩი 5-5 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “ბარსა” 4-0-ს აგებდა. ჰეთ-თრიკი შეასრულა ჟორდი კუიფმა, ხოლო ჰაჯიმ დუბლი გაიფორმა.