სულ რაღაც ერთი დღე არის დარჩენილი პრესეზონის პირველ თამაშამდე. როგორც მოგეხსენებათ ”ბარსა” 2013-14 წლის სეზონის პირველ მატჩს მიუნხენში გამართავს ”ბაიერნის” წინააღმდეგ. გუნდმა დილას ”სიუტატ ესპორტივას” 1 მოედანზე ვარჯიში გამართა. ვარჯიშს 23 ფეხბურთელი დაესწრო. 12 ”ბარსას” პირველი გუნდიდან, 11 კი ”ბარსა ბ”–დან. გუნდს ამჟამად ჟორდი როურა და რუბი წვრთნიან. ამ დღეებში განსაკუთრებული ვარჯიში მიექცა ფიტნესის და ბურთით ვარჯიშებს.
კარლეს პუიოლი, იბრაჰიმ აფელაი და ისააკ კუენკა კვლავ ტრავმას იშუშებენ და გადიან აღდგენით ვარჯიშებს.
პრესეზონის დებიუტი
გუნდი პრესეზონის პირველი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. 2013-14 წლის პირველ მატჩი გაიმართება ოთხშაბათს ”ალიანც არენაზე”. ”ბარსას” პეპ გვარდიოლას და ტიაგო ალკანტარას ”ბაიერნს” 20:30 წუთზე დაუპირისპირდება. ამ თამაშის შემდეგ კი გუნდი გაემგზავრება ნორვეგიაში. 27 ივლისს ”ბარსა” თამაშს გამართავს ”ვალერენგას” წინააღმდეგ. თამაში გაიმართება შაბათს 21:00 საათზე.