workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მსოფლიოს ჩემპიონები დაბრუნდნენ

მსოფლიოს ჩემპიონები დაბრუნდნენ

მსოფლიოს ჩემპიონები დაუბრუნდნენ ”ბარსელონას” და უკვე ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრეს, ურუგვაელი მარტინ კასერესიც დაბრუნდა გუნდში და ივარჯიშა თანაგუნდელებთან ერთად. დავიდ ვილიასთვის კი ეს იყო პირველი ვარჯიში ”ბარსას” ფეხბურთელის ამპულაში. მსოფლიოს ჩემპიონებმა ვარჯიშის დაწყებამდე სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მსოფლიოს ჩემპიონებმა ვარჯიშის დაწყებამდე სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ფეხბურთელებს ძალიან თბილი დახვედრა მოწყვეს თანაგუნდელებმა და რა თქმა უნდა პეპ გუარდიოლამაც. ის სათითაოდ მიესალმა თითოეულ ფეხბურთელს და კიდევ ეთხელ მიულოცა გამარჯვება.
ვარჯიშში სულ 32 ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 18 ფეხბურთელი ძირითადი გუნდიდან იყო, ხოლო დანარჩენი ”ბარსა B-დან.
გუნდში ჯერ არ დაბრუნებულან ბოიანი და ხეფრენი, რომლებიც ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი, თუმცა ისინიც მალე დაუბრუნდებიან ”ბლაუგრანას”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში