workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაქსველს კანტერანოების იმედი აქვს

მაქსველს კანტერანოების იმედი აქვს

კატალონიის “ბარსელონას” მცველის, მაქსველის აზრით ის რომ ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში 7 “ბლაუგრანას” ფეხბურთელი წაიყვანა არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს კლუბისათვის.

შეგახსენებთ, რომ დღეს ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება მექსიკას. ხოლო უკვე სამი დღის შემდეგ “ბარსელონა” შეხვდება “სევილიას” ქვეყნის სუპერთასისთვის ბრძოლაში.

“ჩვენ სრულიად ვენდობით კანტერანოებს. მათთან ერთად ვვარჯიშობთ და ვიცით, თუ რას წარმოადგენენ. “ბარსელონას” გულშემატკივრებს ყოველთვის შეუძლიათ მათ იმედზე ყოფნა. ასე რომ სანერვიულო არაფერია.” ციტირებს მაქსველის სიტყვებს კატალონიური Sport.es.

წყარო: champioant.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში