საფეხბურთო სეზონი ახლოსაა განახლებასთან, გუნდები მთელი დატვირთვით იწყებენ ვარჯიშს, თუმცა ეროვნული ნაკრებების მიერ დანიშნული ამხანაგური შეხვედრების გამო, უამრავი ფეხბურთელი ვერ ახერხებს წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის გავლას.
გამონაკლისს არც “ბარსელონა” წარმოადგენს. შესაძლოა, პეპს სურდა, რომ სუპერთასის მატჩისათვის უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყოლოდა ძირითადი გუნდიდან, თუმცა ეს ასე არ არის. ასეთ შემთხვევაში, გუნდის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენს კანტერო.
ყოველი მატჩი მათთვის ახალი შანსია პირველ გუნდში გადასასვლელად. ახალი ტრანსფერების არარსებობის გამო, “კამპ ნოუ” კარს უღებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
ანდერუ ფონტასი და ჯონათან დოს სანტოსი გაივლიან იმ გზას, რომელიც თავის დროზე გაიარეს ჩავი ერნანდესმა, ანდრეს ინიესტამ, ლიონელ მესიმ და სერხი ბუსკეტსმა.
მას შემდეგ, რაც გუნდი დატოვეს დიმიტრი ჩიგრინსკიმ და რაფა მარკესმა, გათავისუფლდა ადგილი დაცვის ცენტრალურ ზონაში, ეს შანსია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. ფონატს მოისაზრებენ ამ ორი ფეხბურთელის შემცვლელად.
გუნდიდან ია ია ტურეს წასვლისა და სესკ ფაბრეგასის ტრანსფერის ჩაშლის გამო, დოს სატნოსს მიეცა შანსი დაიმკვიდროს თავი პირველ გუნდში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ითვლება ძირითადი გუნდის წევრად, მას არ ჰქონია სათამაშო დროს, თუმცა ახალ სეზონში აუცილებლად ექნება.
თავად პეპ გუარდიოლა მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებლობა ტრანსფერების გაკეთებისა, რადგან გუნდის გაძლიერება ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ.