workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” გეიდუ ფოფანათი დაინტერესდა

“ბარსელონა” გეიდუ ფოფანათი დაინტერესდა

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა აპირებს გადაიბიროს ფრანგული “ლავრის” ნახევარმცველი გეიდუ ფოფანა, იტყობინება კატალონიური Sport. გეტყვით, რომ ფოფანა არის საფრანგეთის 19 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი. სწორედ მისი კაპიტნობით გახდა გუნდი ევრო 2010–ის გამარჯვებული. “ბლაუგრანას” გარდა გეიდუთი დაინტერესებულია ლონდონის “ჩელსი” და “ლივერპული”.

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ჩემდამი ასეთი გუნდების ინტერესი. არ ვიცი რა გავაკეთო. მთავარი “ლავრის” დატოვება არაა. მთავარია ჩემი პროფესიონალიზმი უფრო ავიმაღლო. მნიშვნელობა არ აქვს სად ვითამაშებ”. –განაცხადა გეიდუ ფოფანამ.

წყარო: soccer.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში