workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვეში ბრძოლაში ერთვება

დანი ალვეში ბრძოლაში ერთვება

“ის რამდენიმე წუთი რაც მე გავატარე მოედანზე საკმარისი აღმოჩნდა რომ, თავი მეგრძნო კარგად” – განაცხადა დანი ალვესმა ჩატარებული მატჩის შემდეგ, რომელიც ბარსელონამ ჩაატარა გუშინ კ ლიგის ვარკვლავებთან და მოიგო 5-2. “მე ვცდილობდი არ გამერთულებინა ჩემთვის ცხოვრება”, – აღნიშნა მან. ბრაზილიელი ფეხბურთელი , რომელმაც გუნდთან ერთად ჩაატარა 4 ვარჯიში, მოედანზე გამოვიდა 29-ე წუთზე ადრიანოს მაგივრად, რომელიც თამაშობდა მარჯვენა მცველი პოზიციაზე. ალვეშმა ითამაშა მხოლოდ 15 წუთი, და შესვენების შემდეგ მის მაგივრად შემოვიდა ალბერტ დალმაუ.

მაგრამ მთავარი სიტყვები დანი ალვესისა ეძღვნებოდა ლეო მესის. არგენტინელი გამოვიდა მოედანზე, როცა ანგარიში იყო 2-1 მასპინძლების სასარგებლოდ და 15 წუთში გახადა 2-3. “მესის შეუძლია გადაწყვიტოს მატჩის ბედი რამდენიმე წუთში. მე ყოველთვის ვამბბობ, რომ მესის პრივილეგიები აქვს გუნდში– გყავდეს ლეო გუნდში, და დატკბი მისი თამაშჳთ”, -განაცხადა ბრაზილიელმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward