ესპანეთი 2-1 ურუგვაი

ესპანეთი 2-1 ურუგვაი

გუშინ ღამით კონფედერაციის თასის მატჩი გაიმართა ესპანეთისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის, სადაც “ფურია როხამ” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა სამხრეთ ამერიკელები.

ჩავის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი პედროს მიუვიდა, რომელმაც შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. მეორე გოლიც “ბარსას” ფეხბურთელის აქტიურობას მოჰყვა, ფაბრეგასმა შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა სოლდადოს, რომელსაც მეორე გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ბოლო გოლი კი 88-ე წუთზე ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ლუის სუარესმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 2-1 ესპანელთა სასარგებლოთ.

[media=http://www.youtube.com/watch?v=3rwKFaxgv4M]

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა