ესპანური “ბარსელონას” სპორტის დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ ახლო მომავალში მექსიკელი მცველი, რაფაელ მარკესი დატოვებს კატალონიურ კლუბს.
“ბოლო დეტალიღა დარჩა საბოლოოდ შეთანხმების მისაღწევად.” განაცხადა სუბიმ.
შეგახსენებთ, რომ მარკესით დაინტერესებულია ტურინის “იუვენტუსი” და ნიუ–იორკ “რედ ბულსი”. ამერიკულმა კლუბმა სულ რამდენიმე ხნის წინ “ბარსელონადან” გადაიბარა ვეტერანი ლეგენდა, ტიერი ანრი. ასე და ამგვარად შესაძლოა რაფა და ტიერი ნიუ–იორკშიც თანაგუნდელები იყვნენ.
წყარო: sports.ru