ანდონი სუბისარეტას, რომელსაც მოუწევს სეზონის მიწურულს ბევრ საკითხზე მუშაობა, ასევე აქვს პირველი გუნდის და განათხოვრებული ფეხბურთელების სამომავლო კარიერაზე ბევრი საზრუნავი. ახალგაზრდა გუნდიდან გადმოყვანილი ფეხბურთელები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო კლუბისთვის, ამიტომ ამ საქმის გადაწყვეტა რთული იქნება, მაგრამ გუნდში ყველას ადგილი არ მოიძებნება.
ამ დროისთვის, ფეხბურთელი, რომელმაც იცის, რომ კლუბში არ დარჩება, ეს არის მუნიესა, ის ერთი კვირის წინ დაემშვიდობა კლუბს. სერხი რობერტო, დეულოფეუ, რაფინია და ოიერი – სავარაუდოა, რომ ყველა ეს ახალგაზრდა აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში. არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც არიან პირველ გუნდში და არ იციან დარჩებიან თუ არა კლუბში, ესენი არიან ბარტრა, დოს სანტოსი, მონტოია და ტელო.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს განათხოვრებული ფეხბურთელები – ბოიანი, ფონტასი და აფელაი. აქ საინტერესოა ბოიან კრკიჩის სიტუაცია, რომლის დატოვება 15 მილიონ ევროდ “მილანმა” არ ისურვა. “ბარსა” გზებს ეძებს მის გასასხვისებლად, მაგრამ მოთამაშე ამბობს, რომ იგი კიდევ ერთხელ არენდით სათამაშოდ არ არის მზად. ეს სიტუაცია იოლი არ ჩანს.
ამავდროულად, არის აფელაი, რომლის ხილვა, წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, საკუთარ გუნდში არ სურს “შალკეს” და მზადაა დაუბრუნოს ჰოლანდიელი “ბარსელონას”. “ბლაუგრანას” სურს მისი გაყიდვა, მაგრამ შემოთავაზება ჯერჯერობით არ ჩანს.