ლონდონის “ჩელსის” 25 წლის ესპანელი ფორვარდი, ხუან მატა შესაძლოა კატალონიის “ბარსელონაში” გადავიდეს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ კატალონიური კლუბი მატას შეძენას ესპანელი ფეხბურთელის ლონდონში წასვლამდეც ცდილობდა, როდესაც ფეხბურთელი 2011 წლამდე “ვალენსიას” ღირსებას იცავდა.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლონდონის “ჩელსის” ახალ მწვრთნელი პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო სამომავლოდ მატას ადგილს კლუბში ვერ ხედავს და სწორედ ამის გათვალისწინებით სავსებით შესაძლებელია, რომ ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნდეს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ყველაფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა.



