კატალონიის “ბარსელონას” კანტერა, 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რაფაელ ალკანტარა ორ ესპანურ კლუბს სურს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ევროთასებზე გასული “რეალ სოსიედადი” და “სელტა” იჩენს. ტიაგო ალკანტარას უმცროსი ძმის შეძენა ორივე კლუბს არენდით სურთ. “ბარსელონა” კი მზად არის ორივე შემოთავაზებას გადახედოს და შესაფერისი გადაწყვეტილებებიც მიიღოს. იტყობინება sport.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ალკანტარა ამჟამად “ბარსელონა ბ”-ს წევრია.



