მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატიე: “თუ “ბარსა” შემომთავაზებს, ამ შანს ხელიდან არ გავუშვებ”

მატიე: “თუ “ბარსა” შემომთავაზებს, ამ შანს ხელიდან არ გავუშვებ”

როგორც მოგეხსენებათ “ბარსელონა” აქტიურად ეძებს ცენტრალურ მცველს, რომელიც ამჟამად გუნდში ძალიან დიდი პრობლემაა. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას სიაში რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს, რომლებისთვისაც იბრძოლებენ ამ ზაფხულს და ამ სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი, ჟერემი მატიეც შეემატა. “თუ დადასტურდა “ბარსელონას” ინტერესი, მაშინ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდ შანსზე, რომელსაც ხელიდან ნამდვილად არ გავუშვებ”. – ციტირებს მატიეს სიტყვებს RAC1.

გეტყვით, რომ მატიეს “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2014 წლის ივნისში ეწურება და მისი თქმით მას ძალიან სურს “კამპ ნოუზე” თამაში. ფრანგმა მარცხენა მცველმა ამ სეზონში ცენტრალური მცველის პოზიციაზე არაერთი შეხვედრა ჩაატარა, სადაც ძალიან დამაჯერებლადაც გამოდიოდა.

“ბარსელონა” ამჟამად კვლავ განაგრძობს ცენტრალური მცველის ძიებას, ხოლო თუ ისინი მიაღწევენ შეთანხმებას მატიეს თაობაზე, მაშინ მათ ტრანსფერის სისრულეში მოსაყვანად “ვალენსიაში” მოუწევთ გამგზავრება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში