“ვალენსიას” წარმომადგენლები, ადილ რამის თაობაზე “ბარსელონას” დაუკავშირდნენ. გვაუწყებს ამ ინფორმაციას ესპანური პრესა. როგორც წყარო გვამცნობს, მათ შესთავაზეს ფრანგი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს, რადგანაც გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა საკმაოდ აქტიურად ცდილობს ცენტრალური მცველის შეძენას და დაცვაში არსებული პრობლემების მოგვარებას.
გუნდის ახალმა მწვრთნელმა, მიროსლავ ჯუკიჩმა აღნიშნულ ფეხბურთელს უკვე განუცხადა, რომ სამომავლოდ იგი აღარ შედის მის გეგმებში. “ბარსელონას” რამის შეძენა დაახლოებით 10 მილიონ ევროდ შეუძლია, რადგანაც 27 წლის მცველს “ღამურებთან” კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინტერესდებოდა პსჟ-ს ბრაზილიელი მცველით, ტიაგო სილვათი რომლის შეძენაც განზრახული ქონდა “ბარსელონას” თავკაცს, თუმცა შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგული კლუბი არ აპირებს 28 წლის მცველი გაყიდვას.



