კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი მომავალი ტიტო ვილანოვასთან შეხვედრის შემდგომ გაარკვიოს. იტყობინება, sport.es.
კლუბის მთავარ მწვრთნელთან, ტიტო ვილანოვასთან შეხვედრის მთავარი მიზანი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე საუბარი იქნება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ გადაწყდება დარჩება თუ არა ფაბრეგასი “ბარსაში” ან ინგლისსში დაბრუნდება. ესპანელისადმი ინტერესს სამი პრემიერლიგის გრანდი იჩენს: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი” და “არსენალი”.



