მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირდაპირი: ყველაფერი ნეიმარის პირველი დღის შესახებ

პირდაპირი: ყველაფერი ნეიმარის პირველი დღის შესახებ

 

-14:30 საათი: ნეიმარი ბარსელონაში დაგეგმილზე გვიან ჩაფრინდება. პირველი ფოტოსესია ოდნავ მოგვიანებით გაიმართება.

-15:00 საათი: პრესა ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოჩენას ელოდება.
15:02 საათი: ნეიმარის თვიმფრინავი ”ელ პრატის” აეროპორტში დაეშვა. ფეხბურთელი ”ნოუ კამპის” ოფისთან მალე მივა.

15:44 საათი: ნეიმარის პირველი ფოტო ბარსელონაში.


16:05 საათი: ნეიმარი კლუბის ოფისთან გამოცხადდა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=RbcKGPW5YAc]

[media=http://www.youtube.com/watch?v=6_ysCFgmhrs]

17:12 საათი: ”ნოუ კამპთან” გულშემატკივრების მატებაა. სტადიონის კარი მათთვის 18 საათზე გაიხსნება, ხოლო პრეზენტაცია 20 საათზე დაიწყება.

17:29 საათი: ნეიმარი ”სიუტატ ესპორტივაზე” მივიდა. კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო კვლევების შემდეგ მეორე ტესტირება მას კლუბის ბაზაზე ჩაუტარდება.

18:00 საათი: ნეიმარი ”ბარსელონას” სავარჯიშო ფორმით ”სიუტატ ესპორტივაზე” სამედიცინო შემოწმებას გადის.


პირდაპირი ეთერის ხილვა ამ ბმულზე შეგიძლიათ

[media=http://www.youtube.com/watch?v=2WzEzXIgiZw]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში