მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარის დებიუტი შესაძლოა “სანტოსის” წინააღმდეგ შედგეს

ნეიმარის დებიუტი შესაძლოა “სანტოსის” წინააღმდეგ შედგეს

“ბარსელონა” “სანტოსთან” გასამართ ამხანაგურ შეხვედრაზე დათანხმდა.

თუკი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია კლუბს ნებას დართავს, თამაში 2 აგვისტოს “კამპ ნოუზე” გაიმართება.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ “სანტოსს” ბრაზილიის ჩემპიონატში “ინტერნაციონალისა” და “ნაუკიტოს” წინააღმდეგ გასამართი აქვს 2 შეხვედრა 31 ივლისს და 4 აგვისტოს, ამიტომაც ერთ-ერთი შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს.
თავის მხრივ “ბარსელონას” არ შეუძლია “სანტოსთან” ამხანაგური შეხვედრა სხვა დროს ჩაატაროს, რადგანაც კლუბს ზედმეტად გადატვირთული გრაფიკი აქვს. 3-5 აგვისტოს ბლაუგრანა პალესტინასა და ისრაელში იქნება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კლუბები ნეიმარტან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს, მხარეები 2 ამხანაგური მატჩს გამართვაზე შეთნხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს დღეს ოფიციალურად წარადგენენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში