“მალაგასთან” გამართული მატჩის შემდეგ ანდრეს ინიესტამ მის მიერ ჩატარებულ მთელ სეზონსა და კონკრეტულ მატჩზე გააკეთა კომენტარი. “ჩვენ გვინდოდა სეზონი მოგვებით დაგვესრულებინა და ასეც მოხდა, ვფიქრობ გულშემატკივრებმა ისიამოვნეს ჩვენი თამაშით. თასის მოგების შემდეგ გვსურდა 100 ქულიანი ბარიერისთვის მიგვეღწია, ეს დიდი სტიმული და გამოწვევა იყო ჩვენთვის”.
სეზონი უკანასკნელი შეხვედრა ბოლო აღმოჩნდა აბიდალისთვისაც. თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა მას ღირეული გაცილბა მოუწყვეს. “ის რაც აბიდალისთვის გავაკეთეთ ძალიან მცირედია იმასთან შედარებით, რასაც ეს ფეხბურთელი იმსახურებს. მან ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა. აბიდალს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ როგორც საფეხბურთო კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. ჩვენ აბიდალთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, ბევრ სიტუაციაში მოგვიწია ერთად ყოფნა, მიხარია, რომ გულშემატკივრებმა აბიდალი ღირსეულად დააფასეს”.
ინიესტამ ასევე განაცხადა, რომ სეზონის კიდევ ერთი გამოწვევა მისთვის კონფედერაციის თასია: “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ თასის მოსაგებად, რომელიც ესპანეთის ნაკრებს არასდროს მოუგია”.
ბოლოს ესპანელმა ფეხბურთელმა ვიქტორ ვალდესზეც გააკეთა კომენტარი: “ვიმედოვნებ, რომ ვალდესი არ დაგვტოვებს და როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული, მომავალ სეზონზეც დაეხმარება გუნდს, ეს კი შესანიშნავი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის”.
