მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მონტოიას პირველი გოლი ესპანეთის ჩემპიონატში

მონტოიას პირველი გოლი ესპანეთის ჩემპიონატში

“ბარსელონას” 22 წლის მცველმა, მარტინ მონტოიამ კატალონიური კლუბის მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში “მალაგას” წინააღმდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა. “მალაგასთან” შეხვედრა სრულიად მთელი გუნდისთვის ძალიან კარგი გამოდგა, რადგანაც თითოეულმა ფეხბურთელმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა.

მონტოიამ თავის გამოჩენა მატჩის პირველ ნახევარში, მე-15 წუთზე შეძლო, მოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი მისი მიმართულებით წავიდა, რომელმაც არცერთი წამით არ დააყოვნა და ძალიან ძლიერი დარტყმით ბურთი კაბალეროს კარის ჩარჩოში მოაქცია. გოლი ესპანელმა მცველმა დაახლოებით 25 მეტრიდან გაიტანა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მარტინ მონტოიასთვის ეს გოლი არ ყოფილა პირველი “ბარსელონას” რიგებში, რადგანაც წინა სეზონში მან ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა “ბატეს” წინააღმდეგაც მოახერხა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში