workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი: “მე ბარსელონელი ვარ, მე კატალონიელი ვარ”

სესკი: “მე ბარსელონელი ვარ, მე კატალონიელი ვარ”

“ბარსა” ჩემი მშობლიური სახლია”- ამბობს ფაბრეგასი. ” ლურჯ-ბროწეულისფერთა ფერები ჩემთვის ახლობელია. მე კატალონიელი ვარ და ამავდროულად “არსენალს” ვკაპიტნობ. სწორედ ლონდონში შედგა ჩემი პროფესიონალური ჩამოყალიბება.”

ვენგერთან დამოკიდებულება

 “- ვენგერი ჩემთვის მეორე მამა და ჩემს ცხოვრებაში მამაჩემის შემდეგ მეორე ფიგურაა. ის ყოველთვის კეთილად მექცეოდა, მე მისი ოჯახის წევრი ვარ. არსენს არ სურს ჩემი გაშვება. ჩემი მასთან უკანასკნელი საუბარი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული დიალოგი იყო”- ამბობს “არსენალის” კატალონიელი კაპიტანი.

მეგობრები

“- პიკეს იდეალური ხასიათი აქვს, პუიოლი ჩემთვის ისეთივეა, როგორც უფროსი ძმა, ისინი მე დამაჯერებლობას მმატებენ, ბოიანი სულიერ სიმშვიდეს მისახავს, სერჟი უბრალოდ არაჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც შეიძლება მიენდო, ჩავი ნამდვილი მოძღვარია, ინიესტა უსაზღვროდ თავდაჭერილი და ენერგიული პიროვნებაა, მესი- უბრალო, წყნარი და მოკრძალებული ადამიანია, ვალდესი ღრმა პიროვნებაა.” აი რას ფიქრობს იგი თავის თანაგუნდელებზე.

მომავალზე

რაც შეეხება მომავალს მან აი რა თქვა: “- მინდა, რომ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა, ვინაიდან მე ეს ჯილდო არასდროს არ მომიგია. მინდა, რომ ვიბრძოლო ყველა ჯილდოს ხელში ჩასაგდებად, იმ მიზეზით, რომ მე გამარჯვებული ვარ.”

წყარო:  www.elmundodeportivo.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში