როგორც ჩანს მადრიდის “რეალი” სერიოზულად აპირებს ზაფხულში “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ტიაგო ალკანტარასთვის ბრძოლას. RAC1-ის ცნობით “რეალმა” უკვე დაიწყო მოლაპარაკებები “ბარსელონასთან” ტიაგოს თაობაზე.
ფეხბურთელის მამამ, მაზინიომ გასცა თახნმობა იმაზე, რომ ისინი გამართავენ მოლაპარაკებებს დაინტერესებულ კლუბებთან.
ამჟამად 22 წლის ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 18 მილიონ ევროს შეადგენს, 30 ივლისის შემდეგ კი ეს თანხა ისევ 90 მილიოი გახდება. ტიაგოს მიმართ ევროპის რამდენიმე კლუბმა უკვე გამოიჩინა ინტერესი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სურთ ფეხბურთელის შეძენა.
