გავლენიანი ბრიტანული გამოცემის Sky Sports-ის ინფორმაციის თანახმად კატალონიის “ბარსელონა” კლუბის სკოლის აღზრდილ 26 წლის სესკ ფაბრეგასს სხვა კლუბში არ გაუშვებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიელებმა სესკ ფაბრეგასის გამოსასყიდი უდიდესი თანხაც დააწესეს.
თუ რომელიმე კლუბს ესპანელი ფაბრეგასის შეძენა დასჭირდება მაშინ ფეხბურთელის ტრანსფერში 200 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამ რეკორდული თანხის დასახელებამდე ესპანელი ნახევარმცველის მიმართ აქტიურ ინტერესს ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლები “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენდნენ.



