”ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ნეიმარის პრეზენტაციის განრიგი. ბრაზილიელ ფეხბურთელს ”ნოუ კამპზე” ორშაბათს, 3 ივნისს წარადგენენ. გთავაზობთ ამ დღის განრიგს:
12:00 საათი: ფოტო სესია კლუბის ოფისის წინ.
ამის შემდეგ ფეხბურთელს ჩაუტარდება სამედიცინო გამოკვლევა. სამედიცინო კვლევა ასევე ჩატარდება ”სიუტატ ესპორტივას” ცენტრში.
16:00 საათი: გულშემატკივრებისთვის ”ნოუ კამპის” კარები გაიღება.
16:45 საათი: კლუბის ოფისში კონტრაქტზე ხელის მოწერა.
17:45 საათი: ფოტო სესია კლუბის ოფისის წინ, სადაც ფეხბურთელთან ერთად პრეზიდენტი, სანდრო როსელი, ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა გამოცხადდებიან.
18: 15 საათი: ”ნოუ კამპზე” ნეიმარის წარდგენის ცერემონია დაიწყება.
19:30 საათი: ჟურნალისტებისთვის პრეს-კონფერენცია გაიმართება.

