თურქული “გალათასარაის” ურუგვაელი მეკარე, ფერნანდო მუსლერა უკვე დიდი ხანია კატალონიის “ბარსელონას” ინტერესის სფეროში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ესპანელები ვიქტორ ვალდესის შემცვლელს ჯერ კიდევ ეძებენ.
კატალონიურმა კლუბმა თურქებს ურუგვაელ მეკარეში 17 მილიონი ევრო შესთავაზა თუმცა თურქული კლუბის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა. როგორც მოსალოდნელია “ბარსელონა” შეეცდება ახალი მცდელობა გაამზადოს და ფეხბურთელში 20 მილიონი ევროს შეთავაზება გააკეთოს.
მუსლერას კონტრაქტი “გალათასარაისთან” 2016 წლამდეა ძალაში. “ბარსელონას” პირველი მეკარის, ვიქტორ ვალდესის ხელშეკრულებას კი ვადა 2014 წლის ზაფხულში გასდის და თავად ვალდესმა არაერთხელ თქვა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და კლუბს აუცილებლად დატოვებს.
