მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ აბიდალზე აქცენტს რამდენიმე კლუბი აკეთებს

ერიკ აბიდალზე აქცენტს რამდენიმე კლუბი აკეთებს

კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანმა ფრანგმა მცველმა, ერიკ აბიდალმა ერთბაშად რამდენიმე შემოთავაზება მიიღო სხვადასხვა კლუბებისაგან. იტყობინება,  El Mundo Deportivo.

33 წლის ფეხბურთელი შესაძლოა, “მონაკოში”, “ლიონში” ან “პსჟ”-ში გადავიდეს. ცხადია, რომ ფეხბურთელზე მშობლიური კლუბები საკმაოდ აქტიურობენ. თუმცა ერიკს შემოთავაზება ყატარიდანაც აქვს. ასე, რომ ის შესაძლებელია ნებისმიერ კლუბს შეუერთდეს რადგან ცოტა ხნის წინ კლუბში განაცხადეს, რომ ვეტერანი ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა. 

შეგახსენებთ, რომ აბიდალი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, წელს დაბრუნდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში