“ბარსელონა” გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელის, ჟერარ დეულოფეუს ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ “დორტმუნდში” განათხოვრებას აპირებს. ამ ინფორმაციას კატალონიური პრესა ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ, დეულოფეუმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა. 19 წლის ფეხბურთელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ნეიმარის გუნდში მოსვლის შემდეგ, მას პირველ გუნდში დიდი სათამაშო დროის მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეს. არადა, დეულოფეუმ იმ ასაკშია, მისთვის მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, “ბარსას” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდში გაანათხოვროს. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, კატალონიელები, უპირველესად, “დორტმუნდის” ვარიანტს განიხილავენ.


