მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: ”არ მესმის, რატომ მიდის ვალდესი”

კრუიფი: ”არ მესმის, რატომ მიდის ვალდესი”

 

რადიო გადაცემა ”Els Matins de Catalunya Ràdio”-სთან საუბრისას იოჰან კრუიფმა სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. კერძოდ მან კვლავ ისაუბრა ნეიმარის შეძენაზე, აღნიშნა ხუნტას როლი ამგვარ ტრანსფერებში და საკუთარი აზრი გამოთქვა ვილანოვას, ვალდესის და მოურიიოს შესახებ.

ნეიმარი

”ვფიქრობ, რომ ის კარგი ფეხბურთელია, თუმცა ის საქმეში არ მინახავს და ამის გამო უფრო მეტად გუნდზე ვნერვიულობ… ვფიქრობ, რომ გუნდის შესაქმნელად მხოლოდ კარგი ფეხბურთლების შეძენა საკმარისი არ არის. ფული გარანტიას არ გაძლევს და თუ შეამჩნიეთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ უთამაშია რუსულ და არაბულ გუნდებს. ახლანდელი სიტუაცია განსხავავდება ჩვენისგან: იმ წლებში ლაპორტა უჯერებდა ბეგირისტაინს და რაიკაარდს. შეცდომები ჩვენაც გვქონდა, კერძოდ იბრაჰიმოვიჩის შეძენა. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელის შეძენის დროს ხუნტას წევრების 99 პროცენტი არ უნდა ღებულობდეს გამოკითხვაში მონაწილეობას, არამედ ისინი, ვისაც საქმე ესმის”.

ვალდესი

”მე ვერ ვგებულობ ისეთ სიტუაციას, როცა ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო კლუბიდან მიდის. ასევე არ ვიცი ფეხბურთელის მოტივების შესახებ”.

ვილანოვა

”ეს სერიოზულია, როცა ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექმნება პრობლემები. პირადად მე მისი არყოფნის დროს გუნდის ჩაბარებას გვარდიოლას ან რაიკაარდს ვთხოვდი”.

მოურინიო

”ასეთი ქცევებით ვერაფერს მიაღწევ. თუკი ფეხბურთელის მოტივირებას ისე ცდილობ, რომ მას თავს ესხმი, მაშინ არაფერი გამოვა. მან მადრიდს დათვური სამსახური გაუწია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში