გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ “ესპანიოლთან” მოგებული მატჩის შემდგომ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ისინი სეზონს 100 ქულით დაამთავრებენ. მოგეხსენებათ, რომ გუშინდელი გამარჯვებით “ბარსელონამ” 97 ქულა დააგროვა და “რეალის” შარშანდელი რეკორდის გასამეორებლად კატალონიელებს სამი ქულაღა აშორებთ.
“ეს ყველაფერი არ გვაძლევს რაიმე დამატებით ტიტულს, თუმცა უგუნური იქნება, რომ არ ვეცადოთ სეზონის 100 ქულით დამთავრებას. კარგად ჩანს, რომ ფეხბურთელებს ეს ძალიან სურთ”. – ციტირებს ვილანოვას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” ბოლო შეხვედრას ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო კვირას “მალაგას” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც “კამპ ნოუზე” გაიმართება.
