“ესპანიოლთან” მატჩის შემდეგ სანდრო როსელმა ნეიმარის თაობაზე ისაუბრა. “ფეხბურთელის ყიდვისას ჩვენი მთავარი მიზანი გუნდის გაძლიერებაა. ყოველ წელს ჩვენ ვაუმჯობესებთ გუნდს და ვფიქრობთ, რომ ნეიმარი ამაში დაგვეხმარება”- განაცხადა პრეზიდენტმა TV3-თან საუბრისას.
როსელმა ღნიშნა, რომ ბრაზილიელის “ბარსელონაში” ჩასვლის თარიღი ჯერ უცნობია: “ამ საკითხზე ბრაზილიის ფედერაციას უნდა შევუთანხმდეთ. ვეცდებით რაც შეიძლება მალე წარვუდგინოთ ნეიმარი საზოგადოებას. რაც მთავარია მასთან შეთანხმება მიღწეულია”.
როდესაც როსელს დერბის წინ კოლუმისათვის “ბლაუგრანას” მაისურის მორგებაზე ჰკითხეს, პრეზიდენტმა განაცხადა: “ვეთანხმები ჩვენი სპონსორების საქციელს. ეს მარკეტინგულად სწორი გადაწყვეტილება იყო”.
