მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანჩესი: “ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვეთ”

სანჩესი: “ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვეთ”

როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა დერბი “ესპანიოლსა” და “ბარსელონას” შორის, სადაც სტუმრებმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 0-2 დაამარცხეს და აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თავისი კომენტარი (პირველი გატანილი გოლის ავტორმა) ალექსის სანჩესმაც დააფიქსირა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ. მე კმაყოფილი ვარ ჩატარებული შეხვედრით და მიხარია, რომ გოლის გატანა მოვახერხე. ჩემთვის სასიამოვნოა და დიდი პატივია დერბიში თამაში, განსაკუთრებით ისეთი მეტოქის წინააღმდეგ თამაში, როგორიც “ესპანიოლია”. – განაცხადა სანჩესმა.

ჩილელი ფეხბურთელის თქმით მომდევნო შეხვედრა “მალაგას” წინააღმდეგ ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ მოგებით გუნდი მადრიდის “რეალის” შარშანდელ რეკორდს გაიმეორებს, რომელიც გახლავთ 100 ქულა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში