მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: ”ბარსელონას” ნეიმარი არ სჭირდება”

კრუიფი: ”ბარსელონას” ნეიმარი არ სჭირდება”

”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა ისაუბრა ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის, ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე კატალონიაში. ასევე მან გააკეთა აქცენტი ვიქტორ ვალდესზე, რომელსაც კლუბთან გახანგრძლივება არ სურს და მან შეაფასა ჟოზე მოურინიოს მუშაობა მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე. 

”მესი და ნეიმარი? 2 დათვი ერთ ბუნაგში ვერ მოისვენებს. ”ბარსელონამ” ძველი შეცდომები არ უნდა გაიმეოროს. ძალიან უცნაური სიტუაციაა ვიქტორ ვალდესთან. რა ხდება კლუბის გასახდელში? გუარდიოლას დროს სულ სხვა იყო, ახლა კი – სულ სხვა.”

”მოურინიოს საქციელი ძალიან მნიშვნელოვანია მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის. ”რეალი” ძალიან ძლიერი გუნდია. თუ შენ მადრიდელებთან ერთად წარმატებას ვერ მიაღწიე, პრობლემა შენში უნდა ეძებო. პატივისცემა – ძალიან ბევრს ნიშნავს ფეხბურთში.” – განაცხადა კრუიფმა.

შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონას” უკვე მესამე შეთავაზება გაუკეთა ”სანტოსს” ნეიმართან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც კატალონიელები მზად არიან ფეხბურთელის 55%-ში 25 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში