მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მორიგი შეხვედრა “სანტოსისა” და “ბარსელონას” ხელმძღვანელებს შორის

მორიგი შეხვედრა “სანტოსისა” და “ბარსელონას” ხელმძღვანელებს შორის

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები კვლავ ესტუმრნენ “სანტოს” ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის თაობაზე და გამართეს მოლაპარაკებები. მოსალაპარაკებლად “ბარსელონას” რამდენიმე ხელმძღვანელი იმყოფებოდა და ასევე ამ შეხვედრას ნეიმარის მამაც ესწრებოდა.

“სანტოსის” ვიცე პრეზიდენტი, ოდილო როდრიგესი მის კოლეგებთან ერთად “ბარსელონას” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას ერთი საათის განმავლობაში მართავდა. ამჟამად უცნობია, თუ რა შედეგი გამოიღო მორიგმა შეხვედრამ ხელმძღვანელებს შორის.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ბოლო შეთავაზება ბრაზილიელ ვარსკვლავში 25 მილიონი ევრო იყო, მაგრამ ბრაზილიური კლუბის მესვეურებისგან კატალონიელებმა სასტიკი უარი მიიღეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში