მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბონეკი: ”ლევანდოვსკი ”ბარსელონას” მოუხდებოდა”

ბონეკი: ”ლევანდოვსკი ”ბარსელონას” მოუხდებოდა”

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ”რომას” ყოფილმა თავდამსხმელმა, ზბიგნევ ბონეკმა დორტმუნდის ”ბორუსიის” ახალგაზრდა ცენტრალური თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის მომავალზე ისაუბრა. 

”იგი ”ბარსელონას” მოუხდებოდა. ლევანდოვსკის მაღალი სათამაშო დონე მიცემს მას უფლებას ითამაშოს ისეთი ძლიერი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან მესი, ჩავი და ინიესტა. როდესაც რობერტი ჯერ კიდევ ”ლეხში” თამაშობდა და 1,5 მილიონი ევრო ღირდა მე ”რომას” ხელმძღვანელობას დავუკავშირდი და ლევას შეძენა ვურჩიე, თუმცა მე სრული იგნორი გამიკეთეს. მართალი გითხრათ უბრალოდ მიკვირს, თუ რატომ არ აღიარებდნენ ლევანდოვსკის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად სანამ იგი პოკერს არ გაუტანდა მადრიდელებს.” – განაცხადა ზბიგნევ ბონეკმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში