უახლოეს მომავალში მსოფლიოს ექნება შესაძლებლობა ხოსეპ გუარდიოლას ბიოგრაფიული წიგნი იხილოს. გერმანულმა გამოცემამ Bild ამ წიგნიდან ექსკლუზიური მონაკვეთები გამოაქვეყნა, სადაც პეპი ლიონელ მესის ხასიათზე საუბრობს.
”ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, 1 თვის განმავლობაში იბრაჰიმოვიჩი დიდებული იყო. ყველა მას უკრავდა ტაშს. თავისი თამაშით დიდ ყურადღებას და საოცარ ოვაციებს იმსახურებდა. ლეოს ეს არ მოსწონდა. ერთხელ ჩემთან მოვიდა და ”ცხრიანის” პოზიციაზე დაყენება მთხოვა. განმიცხადა: ”ან ცხრიანზე ვითამაშებ, ან საერთოდ არ ვითამაშებო.” რა გამეკეთებინა?”
”მესმის, რომ მესი უნიკალური მოთამაშეა და ყველა ვიმედოვნებთ, რომ მას არასოდეს ”მობეზრდება” ფეხბურთის თამაში, მაგრამ მასში არის რაღაც ბავშვური. ლეო ძალიან კაპრიზულია! მისი ანგელოზის სახის უკან მტაცებელი იმალება, რომელსაც ძალიან დიდი ამბიციები აქვს. ნაწილობრივ ეს ჩემი ბრალიცაა, რადგან მე მას აბსოლუტური ნდობა გამოვუცხადე. მესი რეგულარულად ანაწყენებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ასევე, მისმა თავდაჯერებულობამ გამოიწვია ვილიასთან კონფლიქტი. ყველაფერი დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც ვილიამ კარში დაარტყა, იმის მაგივრად რომ ლეოსთვის პასი მიეცა.”
